Sunday, November 10, 2013

ტრენინგების მე-8 დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი, შევავსეთ საბაზისო უნარ-ჩვევები, დაწვრილებით აღვწერეთ სასწავლო პროცედურები. გეგმაში ჩავწერეთ სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთა აქტივობები.
უღრმესი მადლობა!

Saturday, November 9, 2013

ტრენინგების მე-7 დღის რეფლექსია

მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეაანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით:

  • შეფასება ინტეგრირებული უნდა იყოს საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს.
  • მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და, ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.
  • რუბრიკა წარმოგვიდგენს ამოცანების მახასიათებლებს (მარცხენა სვეტი) და აღწერით ნაწილს (მარჯვენა სვეტი) და მიგვითითებს შესრულების სტანდარტზე.
  • გამოიყენეთ შემაჯამებელი შეფასების ფორმები პროდუქტისა და შესრულების ხარისხის შეფასებისთვის.


დღეს შევქმენით ჩვენი პროექტისათვის შეფასებისა და თვიშეფასების რუბრიკები.
საინტერესო სამუშაო შევასრულეთ.

მოსწავლის სავარუდო ნაშრომი


Sunday, November 3, 2013

ტრენინგების მე-6 დღე

შევქმენით და ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. დავამუშავეთ მე-4 მოდული, შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია, გავაგრძელეთ პროექტის გეგმის შევსება.

Saturday, November 2, 2013

მე-3 მოდულის რეფლექსია

   ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ პროექტის მომზადებისას მოძიებული მასალის დალაგებაში. გამოყენებული ვებგვერდები, ლიტერატურა, აგრეთვე სურათები და ვიდეომასალა ბიბლიოგრაფიაში უნდა ჩაიწეროს; უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები.

პორტფოლიოს პრეზენტაცია



Sunday, October 27, 2013

მე-4 დღის რეფლექსია


ძალიან საიტერესო დღე გვქონდა. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე, პრეზენტაციაზე. უღრმესი მადლობა!