Saturday, November 9, 2013

ტრენინგების მე-7 დღის რეფლექსია

მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეაანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით:

  • შეფასება ინტეგრირებული უნდა იყოს საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს.
  • მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და, ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.
  • რუბრიკა წარმოგვიდგენს ამოცანების მახასიათებლებს (მარცხენა სვეტი) და აღწერით ნაწილს (მარჯვენა სვეტი) და მიგვითითებს შესრულების სტანდარტზე.
  • გამოიყენეთ შემაჯამებელი შეფასების ფორმები პროდუქტისა და შესრულების ხარისხის შეფასებისთვის.


დღეს შევქმენით ჩვენი პროექტისათვის შეფასებისა და თვიშეფასების რუბრიკები.
საინტერესო სამუშაო შევასრულეთ.

No comments:

Post a Comment