Sunday, November 10, 2013

ტრენინგების მე-8 დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი, შევავსეთ საბაზისო უნარ-ჩვევები, დაწვრილებით აღვწერეთ სასწავლო პროცედურები. გეგმაში ჩავწერეთ სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეთა აქტივობები.
უღრმესი მადლობა!

Saturday, November 9, 2013

ტრენინგების მე-7 დღის რეფლექსია

მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეაანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით:

  • შეფასება ინტეგრირებული უნდა იყოს საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს.
  • მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და, ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.
  • რუბრიკა წარმოგვიდგენს ამოცანების მახასიათებლებს (მარცხენა სვეტი) და აღწერით ნაწილს (მარჯვენა სვეტი) და მიგვითითებს შესრულების სტანდარტზე.
  • გამოიყენეთ შემაჯამებელი შეფასების ფორმები პროდუქტისა და შესრულების ხარისხის შეფასებისთვის.


დღეს შევქმენით ჩვენი პროექტისათვის შეფასებისა და თვიშეფასების რუბრიკები.
საინტერესო სამუშაო შევასრულეთ.

მოსწავლის სავარუდო ნაშრომი


Sunday, November 3, 2013

ტრენინგების მე-6 დღე

შევქმენით და ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. დავამუშავეთ მე-4 მოდული, შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია, გავაგრძელეთ პროექტის გეგმის შევსება.

Saturday, November 2, 2013

მე-3 მოდულის რეფლექსია

   ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ პროექტის მომზადებისას მოძიებული მასალის დალაგებაში. გამოყენებული ვებგვერდები, ლიტერატურა, აგრეთვე სურათები და ვიდეომასალა ბიბლიოგრაფიაში უნდა ჩაიწეროს; უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები.

პორტფოლიოს პრეზენტაცია



Sunday, October 27, 2013

მე-4 დღის რეფლექსია


ძალიან საიტერესო დღე გვქონდა. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე, პრეზენტაციაზე. უღრმესი მადლობა!

პროექტის იდეა და კითხვები

პროექტის სახელწოდებაა  "ათონელთა მოღვაწეობა "სახედ სათნოებისა და სწავლად სიბრძნისა'.

პროექტის იდეაა, მოსწავლეებმა შეძლონ მამა-შვილის_იოანე და ექვთიმე ათონელების ღვაწლის წარმოჩენა.მისი გაანალიზება და შეფასება, რადგან ჩვენს მწერლობასა და კულტურას ათონის ივერთა მონასტრის გარეშე შეიძლება სულ სხვა სახე და ხასიათი მიეღო.

ზოგადი კითხვა:


შეუძლიათ თუ არა ადამიანებს შეცვალონ ერის ცხოვრება?


თემატური კითხვა:


გახდა თუ არა უფრო გასაგები თქვენთვის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები მას შემდეგ,რაც მისი ესთეტიკური პრინციპი გააცნობიერეთ?


შინაარსობრივი კითხვები:


1. ვინ იყო იოანე და რა აკავშირებდა მას დავით კურაპალატის სამეფო კართან?

2.რა  დიდი საქმე შთააგონა მამამ ექვთიმეს?

Saturday, October 26, 2013

პროექტებით სწავლება-მე-3 დღე

ძალიან დატვირთული დღე გვქონდა. პირველ რიგში, შევამოწმეთ საშინაო დავალება,შევავსეთ სასწავლო პროექტის შაბლონი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებამდე. გავეცანითსტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას,განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას,მოვისმინეთ პრეზენტაცია მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.